აშშ-ს კონგრესის წევრს ელისონ შვარცს საქართველოს დემოკრატიისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის სპეციალური ჯილდო გადასცეს.
ღონისძიება კონგრესში ამერიკაში ქართული საზოგადოებისა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ერთობლივი ინიციატივით გაიმართება, რომელიც აშშ-ში საქართველოს ასოციაციის დაარსების წლისთავს უკავშირდება.
"ჩემთვის დიდ პატივია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში ჩემი როლი და დაინტერესება დააფასეთ. ეს მართლაც მეგობრობაა, რომელიც სართო ღირებულებებს და ვალდებულებს ემყარება დემოკრატისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები სულ უფრო მეტად არიან ჩართული პროცესში რათა მომავალი არჩევნები კიდევ უფრო უკეთესი იყო", - განაცხადა დაჯილდოებაზე ელისონ შვარცმა.
ამასთან, კონგრესმენმა საქართველოს მიერ ავღანეთში სამხედრო დანაყოფების გაგზავნა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ასევე, შვერცი თავის გამოსვლაში რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხეო.
"საქართველოს რთული პერიოდი ჰქონდა, 2008 წლის აგვისტოში და აშშ-მ მაშინ, ძალიან გარკვევით განცხადა, რომ საქართველოს გვერდით არის, მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ ის იყოს ძლიერი, ცოცხალი და დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა. კონგრესში საქართველოს მართლაც ბერი მეგობარი ჰყავს", - აღნიშნა მან.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, აშშ საქართველოს დღე ყოველი წლის მაისში გამართავენ, რომელის ფარგლებში ამერიკელ პოლიტიკოსებს დაჯილდოვებენ, რომლებიც საქართველოს ეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს აღნიშნული ჯილოდ სენატორ ჯონ მაკკეინს გადაეცა.