მგლებმა ყვარელში მცხოვრებ ალექსანდრე საბაშვილს ე.წ. ვაზუვანის ტერიტორიაზე, 60 სული ცხვარი შეუჭამეს. როგორც ფერმერმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ზარალი 6 000 აშშ დოლარს აღემატება. მგლებისგან დასაცავად ყვარელში სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროსგან მიღებული ნებართვით მტაცებლებს გაანადგურებს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კახეთში მგლები თავს სოფლებს მელაანს, ჭანდარს და ლაფანყურსაც დაესხნენ. მტაცებლებმა გლეხებს საქონელი დაუგლიჯეს და შეუჭამეს. ადგილობრივი მოსახლეობა შველას ითხოვს, მაგრამ ყვარლის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში მგლების გასანადგურებლად გარემოს დაცვის სამინისტროს ჯერ-ჯერობით ნებართვა არ გაუცია.