თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედევდევის შეხვედრისას ორ სახელმწიფოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.
ერდოღანი და მედვედევი ასევე შეთანხნმდნენ კავკასიისა და სამსუნის პორტების გავლით საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის შესახებ.
მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უვიზოდ მოხვდებიან, სადაც 30 დღის განმავლობაში დარჩენას შეძლებენ.
რაც შეეხება თურქეთში პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას, ეს საკითხი რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილებოდა. შედეგად თურქეთმა რუსეთს ტენდერის გარეშე ელექტროსადგურის აშენების ნება დართო. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა, შესაძლოა, 20 მლრდ დოლარი დაჯდეს.