აშშ ხელისუფლებამ არაბეთის ნახევარკუნძულზე ტერორისტული დაჯგუფება "ალ-ქაიდასა" და მისი ლიდერის კასემ ალ-რიმის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ განაცხადა.
მიღებული ღონისძიებების შესაბამისად, ალ-რიმს აშშ-ში შესვლა აეკრძალება და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მისი აქტივები გაიყინება. ასევე აკრძალვა გავრცელდება მისთვის და მისი დაჯგუფების წევრებისთვის იარაღის მიყიდვაზე.
ალ-რიმის გარდა, სანქციების მოქმედების ქვეშ მოყვება ნაიფ ალ-კახტანიც, რომელიც იემენის ტერიტორიაზე დაჯგუფების ოპერატიულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს.
2010 წლის იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ალ-რიმის მოკვლის შესახებ, თუმცა თებერვალში ტერორისტმა ინტერენტში განათავსა მიმართვა, სადაც დასავლეთის ქვეყნებს დაჰპირდა, რომ "მათ მიწას მცხოვრებლების ფხქვეშ ააფეთქებდა".
აშშ იემენელი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციებს უკვე მეორედ აწესებს. პირველი ღონისძიებები "ალ-ქაიდას" ადგილობრივი განყოფილების მიმართ მას შემდეგ შემოიღო, რაც იემენისა და არაბეთის ქვედანაყოფებმა გაერთიანების შესახებ განაცხადეს.