ტრიპოლის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 61 ჰოლანდიელი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ირბუს-330-ის 95 მგზავრიდან 61 ჰოლანდიელი იყო. კატასროფის დროს დაიღუპა 11 ლიბანელი მგზავრიც. დანარჩენი დაღუპულების იდენტიფიკაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
როგორც ცნობილია, კატასროფას ბორტზე მყოფი 8 წლის ჰოლანდიელი ბიჭი გადაურჩა. რაზედაც ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "ეს სასწაული იყო."
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც იგი ტრიპოლის აეროპორტში ეშვებოდა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი პილოტის შეცდომა გახდა.
კატასტროფის ადგილას ამჟამად საგამოძიებო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.