სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან გასულ ღამეს სატვირტთო ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი იყო. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თურქული მხარე რუსული ტვირთების გატარებაზე უარს ამბობდა, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად არ დადასტურდა. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტეს, პრობლემა თურქეთის მხრიდან ტექნიკურმა შეფერხებამ გამოიწვია.