რუსეთი და თურქეთი ჯეიჰანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშნებლობის საკითხს განიხილავენ.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ანკარაში განაცხადა, რომ ქარხნის მშნებელობა სამსუნ-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის ფარგლებში განიხილება.
როგორც მან სამსუნ-ჯეიჰანის პროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, მხარეებმა მოილაპარაკეს, აქტიურად განავითარონ ეს პროექტი და განიხილონ ჯეიჰანში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის შესაძლობლობა. ამასთან, შესაძლოა, ჩამოყალიბდეს ერთობლივი ორგანიზაცია, რომელიც მზა პროდუქციის გაყიდვაზე იზრუნებს.