უკრაინაში კალიფორნიული გრიპის " A/H1N1"-ის გამო ეპიდემია დაიწყო. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებას აპირებს, თუმცა 30 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი ამ ვირუსის გამო უკრაინის ტერიტორიაზე ჯერ ჯერობით არ დასტურდება.
"იმის კონსტატაცია უნდა მოვახდინოთ, რომ უკრაინაში ფაქტიურად კალიფორნიული დაავადების ეპიდემია დაიწყო",_ განაცხადა დღეს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა კასილი კიაზევიჩმა და დასძინა, რომ უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მთელს ტერიტრიაზე კარანტინის გამოცხადებას გეგმავს.
"განვიხილავთ კარანტინის გამოცხადების შესაძლებლობას არა მხოლოდ ქვეყნის დასავლეთ რაიონებში, არამედ მთელს ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება",_ აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, ამ ვირუსის გამო 30 ადამიანის გარდაცვალების ფაქტის დადასტურება ჯერ ჯერობით არ შეიძლება. "ჩვენ ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეპიდემიის დროს ჩვენ 30 ადამიანი გარდაგვეცვალა",_ განმარტა კიაზევიჩმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ყველა ლაბორატორიაში გადაგზავნილი ანალიზის პასუხების შემოწმება მიმდიონარეობს, ხოლო სულ ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე 951 ადამიანია ჰოსპიტალიზირებული.