საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ დროისათვის გზის საფუძვლის მოწყობისა და ასფალტ–ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ასფალტ–ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას ითვალისწინებს. განხორციელდება მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ. შუახრამზე არსებულ ხიდს და მდ. ახაზე აშენდება ერთი ახალი სახიდე გადასასვლელი.
აღნიშნულ მონაკვეთს 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია, გზა ძლიერ დაზიანებული იყო და ასფალტ–ბეტონის საფარი მხლოდ ფრაგმენტულად ქონდა შემორჩენილი.
გზის რეაბილიტაციის შედეგად დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები და ტურისტები განახლებული და კომფორტული გზით ისარგებლებენ.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 149 ათასი ლარია.