ლიბიის დედაქლაქ ტრიპოლის აეროპორტში მომხდარ ავიაკატასტროფას 8 წლის ბავშვი გადაურჩა.
არსებული ინფორმაციით, Airbus-330 სხვა ყველა 94 მგზავრი და ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 11-ვე წევრი დაღუპულია.
თვითმფრინავმა კატასტროფა მაშინ განიცადა, როდესაც იგი ტრიპოლის აეროპორტში ეშვებოდა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი პილოტის შეცდომა გახდა.
თვითმფრინავი იოჰანესბურგი -ტრიპოლის რეისს ასრულებდა.
კატასტროფის ადგილას ამჟამად საგამოძიებო და სამაშველო სამსახურები მუშაობენ.