აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვაჟი 41 წლის დელავერის შტატის გენერალური პროკურორი ბიუ ბაიდენი ინსულტის დიაგნოზით ჰოსპიტალში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლს პრესსამსახური ავრცელებს.
"დელავერის გენერალური პროკურორი ბაიდენი დილით ნიუ არკის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით მოათავსეს. ამჟამად ავადმყოფი გონზეა. მისი მდგომარეობა სტაბილურია. მამოძრავებელი სამეტყველო ფუნქციები დარღვეული არ აქვს" - იუწყება თეთრი სახლის პრესსამსახური, საავადმყოფოს ექიმზე ტიმოტი გარდნერზე დაყრდნობით.