ამ დილით აფეთქება მოხდა ბაღდადში, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღიუპა და 23 დაიჭრა. იტყობინება ასოშეიტედ პრესი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.
ტერაქტი ბაღდადში შულას კვარტალში მოხდა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა დამაგრებული იყო გარდაცვლილის სხეულზე, რომელიც დაუდგენელმა პირებმა ერთ ერთი მაღაზიის წინ დატოვეს.
მას შემდეგ რაც ცხედართან გამვლელები შეიკრიბნენ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამუშავდა.