ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ერთხმად მიიღო შესწორებები საკანონმდებლო აქტებში, რომელიც ქვეყნის პირველ პრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ერის ლიდერის სტატუსს ანიჭებს და ათავისუფლებს მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან, იმ ქმედებების გამო, რომელიც პრეზიდენტობისას ჩიდინა.
"პირველი პრეზიდენტის _ ერის ლიდერის ხელშეუხებლობის სტატუსის მტკიცე რეგლამენტაციის მიზნით განისაზღვრა, რომ ის არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას, ჩხრეკას, სისხლის სამრთლის ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, იმ ქმედებეისათვის რომელიც ჩადენილია მის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისას" - განაცხადა პარალმენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა როზაკულ ხალმურატოვმა.
ამავდროულად, პარალმენტის გადაწყვეტილებით, ერის ლიდერის სიცოცხლის ხელყოფა განეკუთვნება ტერორისტული დანაშაულის კატეგორიას.
რიგ საკონსტიტუციო კანონებში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, განსაზღვრულია, რომ პირველ პრეზიდენტს _ ერის ლიდერს, უნდა შეეთანხმოს მნიშვნელოვანი სახელმწიფო გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო მოწყობას, ქვეყნის უსაფრთხოებას და ასევე ახალ ინიციატივებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას.
ასევე, შესწორებების მიხედვით დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა პირველი პრეზიდენტის _ ერის ლიდერის გამოსახულების დამახინჯების, მისი საჯარო შეურაცხყოფის და მისი ბიოგრაფიული ფაქტების დამახინჯების გამო.
შეიქმნება პირველი პრეზიდენტის მუზეუმი და ქვეყნის დედაქალაქში დაიდგმება მისი ბიუსტი.
ყახაზეთის ოპოზიციამ ნეგატიურად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილებები.
ქვეყნის სოციალ-დემოკრატიული პარტია "აზატის" თანათავმჯდმარემ ჟარმახან ტუიაკბაიმ განაცხადა, რომ აღნიშნული მორიგ დაპირისპირებას გამოიწვევს.
იგი მიიჩნევს, რომ თავად ცნება ერის ლიდერი, ეს არის არაფორმალური, მორალური კრიტერიუმი, რომელიც შეიძლება მიენიჭოთ ადამიანებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ფორმალიზება.
ყაზახი პოლიტოლოგი დოსიმ სატპაევი მიიჩნევს, რომ ერის ლიდერის სტატუსი "უფრო უკეთ გამოიყურება ვიდრე მუდმივი პრეზიდენტის, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ნეგატიურად აღიქმევა".
პოლიტოლიგი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში არჩეული იქნება ახალი პრეზიდენტი, ხოლო ნუსრულთან ნაზარბაევი ერის ლიდერის "პოსტს" შეინარჩუნმებს. ეს მდგომარეობა საერთაშორისო თანამეგობრობის გაზიღიანებას არ გამოიწვევს.
"ყველა სახელმწიფო, რომელსაც ყაზახეთთან აქვს ეკონომიკური ინტერესი მზად არის მიიღოს ნაზარბაევის ნებისმიერი მემკვიდრე, ნებისმიერი პოლიტიკური მოდელი, თუკი ის მათ მისცემს სტაბილურობის გარანტიებს, როგორც ეკომიკაში ასევე პოლიტიკაში" - აცხადებს დოსიმ სატპაევი.