არსებული სამი საბაჟო გადასახადიდან ერთი უქმდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, არსებული 0 პროცენტიანი 5 და 12 პროცენტიანი განაკვეთებისა, მხოლოდ 0 პროცენტიანი და 12 პროცენტიანი დარჩება. "5 პროცენტიანი საბაჟოO განაკვეთი აღარ იარსებებს. ეს პოზიტიური ცვლილებაა" - განაცხადა გილაურმა. მისივე განმარტებით, საბაჟო განაკვეთებზე რევიზია მას პირადად ფინანსთა მინისტრისთვის ჰქონდა დავალებული და აღნიშნულის განხორციელება, სწორედ ამ რევიზიის შემდეგ გადაწყდა. საგადასახადო და საბაჟო კოდექსებში შესატან ცვლილებებზე განცხადებას ფინანსთა მინისტრი მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე გააკეთებს
მასალის გამოყენების პირობები