საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კასპის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქი-რკონის საავტომობილო გზის 4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებზე ახალქალაქზე, გარიყულასა და ერთაწმინდაზე გადის და ერთაწმინდის ტაძრის კომპლექსთან სრულდება.
პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების, კიუვეტების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, საგზაო ნიშნებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობას.
ამჟამად, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, რკინა–ბეტონის ღარების, კიუვეტების, საგზაო ნიშნებისა და ბოგირების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 3.5 კილომეტრიან მონკვეთზე საგზაო საფარი უკვე დაიგო.
პროექტი, რომლის ღირებულება 2 478 700 ლარია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდე და მასზე 40 ადამიანია დასაქმებული. სარეაბილიტაციო სამუშაოების დამთავრება 2016 წელს იგეგმებოდა, თუმცა, ინტენსიური მუშაობის შედეგად მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.