მოსკოვის ოლქში გაუპატიურების ბრალდებით ვინმე იგორ კონდრატიევი დააკავეს, რომელმაც დაკავებისას განაცხადა, რომ იგი რუსეთის დუმის ვიცე-სპიკერის ვლადიმერ ჟირინოვსკის თანაშემწე იყო. მას ასევე ბრალად ედება არასრულწლოვანების სექსუალურ ქმედებებში ჩათრევა. ჟირინოვსკის პარტიის პრესსამსახური კონდრატიევის სიტყვებს უარყოფს.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებული ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამავე დროს ვლადიმერ ჟირინოვსკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებით, "არც დუმის ბაზაში და არც ჩვენთან არავითარი ასეთი Yთანაშემწე არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი თვითმარქვიაა", _ აცხადებს რუსულ მედიასთან საუბარში ჟირინოვსკის პრესსამსახურის უფროსი ალექსეი პასიუტინი.