რა შემთხვევაში მიენიჭებათ მოქალაქეებს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი?- წესი უკვე დამტკიცებულია. მაღალმთიანი რეგიონებისთვის დაწესებული შეღავათებით სარგებლობისთვის პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; რეგისტრირებული უნდა იყოს მაღალმთიან დასახლებაში; ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად უნდა ცხოვრობდეს მთაში. თუ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მოქალაქემ სტატუსის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის გამგებელს ან მერს უნდა მიმართოს და დოკუმენტები წარადგინოს.