წალენჯიხაში ცენტრალურ გზებზე ძალოვანი უწყებების კონტროლი გამკაცრდა. სპეცდანიშნულების რაზმის და პოლიციის თანამშრომლები ავტომობილებს აჩერებენ და მძღოლებს ამოწმებენ. თუ რას უკავშირდება რეიდები ჟურნალისტებთან მიზეზებზე არ საუბრობენ. რეიდი გუშინ ფოთშიც მოეწყო.