საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მდინარე ხანისწყალის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა.
მდინარე ხანისწყლისთვის დამახასიათებელი წყალდიდობების შედეგად წარმოქმნილი მეწყერი საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და ეკლესიას.
აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ფლეთილი ლოდების გამოყენებით ბერმის მშენებლობა გადაწყდა და 185 მ. სიგრძის სანაპირო ზოლის დაცვა მოხერხდა. აღნიშნული ტიპის ნაპირდამცავი ნაგებობა ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევა და მეწყრული კერის არსებობის პირობებშიც კი მუდმივად განახლების საშუალებას იძლევა.
პროექტი, რომლის ღირებულება 188,5 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.