იემენში დიდი ბრიტანეთის ელჩის კორტეჟზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ტერორიტული ქსელის "ალქაიდას" არაბეთის ნახევარკუნძულის განყოფილება იღებს.
შესაბამისი განცხადება ერთ-ერთ ექსტრემისტულ საიტზე გავრცელდა.
ექსტრემისტების განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ისინი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს ბრალს მუსულმანების წინააღმდეგ ომის წარმოებასა და ისლამის წინააღმდეგ აშშ-სთან მოკავშირეობაში დებენ".
შეგახსენებთ, რომ ბრიტანელ დიპლომატზე თავდასხმა 26 აპრილს მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში ელჩის კორტეჟის მოძრაობისას მოიყვანა. ინციდენტის შედეგად 3 ადამინი დაიღუპა. თავად ელჩს, ტიმოტი ტრლოტს დაზიანება არ მიუღია.