ონის განახლებული ნაგავსაყრელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორთან პარმენ მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის გემგებელთან გიორგი ლობჟანიძესთან ერთად მოინახულა.
აღნიშნული ნაგავსაყრელი ონის მუნიციპალიტეტსა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა გზებს, ტერიტორია შემოიღობა, გაკეთდა ელექტროფიცირება, ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები. ასევე, მოეწყო გაბიონი, რომელიც მდინარე ჯეჯორას ნარჩენების ჩარეცხვისაგან დაიცავს. სამუშაოებზე 26 ადამიანი იყო დასაქმებული.
რეაბილიტაციის დაწყებამდე ონის ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ფუნქციონირებდა, არაორგანიზებულად ხდებოდა ნარჩენების შეტანა და საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას. პროექტის საერთო ღირებულება 164 957 ლარია.