ლიბიის დედაქლაქ ტრიპოლის აეროპორტში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 105 ადამინი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იტყობინება.
თვითმფრინავმა ავარია მაშინ განიცადა, როდესაც იგი ტრიპოლის აეროპორტში ეშვებოდა.
ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია თვითმფრინავის სახეობის შესახებ და არც, იმის თაობაზე თუ რომელ ავიაკმპანიას ეკუთვნოდა.
ცნობილია, რომ იგი ასრულებდა რეისს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ იოჰანესბურგიდან.
როგორც სააგენტოს ლიბიის ძალოვან სტრუქტურებში განუცხადეს, თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას აღმოჩენიალია 94 მგზავრისა და ეკიპაჟის 11 წევრის ცხედარი.
კატასტროფის მიზეზები დგინდება.