აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას ბარაკ ობამამ ხაზი გაუსვა "შეერთებული შტატების განსაკუთრებულ ურთიერთობას გაერთიანებულ სამეფოსთან და მიმდინარე წლის ზაფხულში კემერონი ვაშინგტონშიც მიიწვია".
"ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყავს უფრო ახლობელი მეგობარი და მოკავშირე, ვიდრე გაერთიანებული სამეფოა", - ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ "კონსერვატორებისა" და "ლიბერალ-დემოკრატების" მიერ ფორმირებულ, დიდი ბრიტანეთის კოალიციურ მთავრობას სათავეში "კონსერვატორების" ლიდერი დევიდ კემერონი ჩაუდგება. "ლიბერალ-დემორატების" პარტიის ლიდერი ნიკ კლედი კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერმა გორდონ ბრაუნმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, რაც "ლეიბორისტების" 13 წლიანი მმართველობის დასასრული გახდა.