ბლოკ "იულია ტიმოშენკოს" ლიდერს, უკრაინის ექს-პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოს ხვალ, 12 მაისს, 10:00 საათზე, უკრაინის გენპროკურატურაში იბარებენ. ინფორმაცია ამის შესახებ იულია ტიმოშენკოს ბლოკის პრესსამსახურმა გაავრცელა.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტიმოშენკოს უკრაინის გენპროკურატურაში დაბარების მიზეზი არის ის, რომ გადასცემენ უწყებას, რომლის მიხედვითაც, ტიმოშენკოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში გადაადგილების შეზღუდვა დაეკისრება.
ტიმოშენკოს ბლოკის პრესსამსახურში არ განმარტავენ, კონკრეტულად რომელ სისხლის სამართლის საქმეზე მიდის საუბარი.