კიდევ ერთი დაკავება ე.წ. “საზღვრის” უკანონოდ გადაალახვის ბრალდებით. რუსმა სამხედროებმა ამჯერად გორის რაიონის სოფელ ქერეს მკვიდრი მამა-შვილი სოფლის მახლობლად მდებარე საძოვრიდან წაიყვანეს. ამ ტერიტორიაზე არც ე.წ “საზღვრის” მანიშნებელია და არც მავთულხლართებია გავლებული. დაკავებულებმა ოჯახთან დაკავშირება მოასწრეს. ისინი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსეს. ოჯახს ჯარიმის თაობაზე ჯერ არავინ დაკავშირებია.