ჭიათურის მაღაროში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ინცინდენტი 25-ე მაღაროში მოხდა, სადაც ცვლის უფროსი და ამფეთქებელი იმყოფებოდნენ. მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აფეთქების მიზეზი მუშების მხრიდან უსაფრთხოების ნორმების იგნორირება გახდა. დაშავებულები თბილისში გადმოიყვანეს. მათი ჯანმრთრლობის მდგომარეობა სტაბილურია.