სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა.
მარნეულში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას სამინისტროში ყველა მიმართულებით მიმდინარე სიახლეები გააცნო და ინტერაქტიულ რეჟიმში მათ შეკითხვებს უპასუხა.
კალმახელიძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესება, პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმა, მსჯავრდებულთა დასაქმება და რესოციალიზაცია.
მინისტრმა ასევე ისაუბრა პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და იურიდიული დახმარების ოფისების და ბიუროების გახსნის მნიშვნელობაზე, რომლითაც ათასობით მოქალაქე სარგებლობს.