ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის ე.წ უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური, ოსური მხარის მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტო “რესის” ინფორმაციით, ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის მკვიდრი, 1959 წელს დაბადებული მამაკაცი ე.წ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული. ის იმავე დღეს უშიშროების კომიტეტში გადაიყვანეს, რადგანაც თან პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა.