მომავალ კვირას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სპარსეთის ყურეში, ყატარის სახელმწიფოს ეწვევა.
საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი დოჰაში 3 ნოემბერს დაიწყება და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მტავრობის წარმომადგენლების გარდა, სააკაშვილი შეხვდება ასევე პოტენციურ ინვესტორებსაც. შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტი შეეცდება კატარელი ბიზნესმენები საქართველოში ინვესტიციის დაბანდებაზე დაითანხმოს. შეგახსენებთ, რომ ყატარი მსოფლიოში ენერგორესურსების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია.