პანკისში პოლიციის უფროსის ავტომობილს ესროლეს. შსს-ს ინფორმაციით, ახმეტის რაიონის სოფელ საკობი-ანოში მამაკაცმა ღამით არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ რამდენჯერმე გაისროლა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს მამაკაცი არ დაემორჩილა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის განაიარაღეს. დაკავებისას მამაკაცი თავს დაესხა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას და უკანა საქარე მინა დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს.