წვიმის შედეგად დაზარალებული გომის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. სოფელ გომის მცხოვრებლებმა ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გომში, სტიქიის შედეგად 50-მდე საცხოვრებელი სახლი დაიტობრა, თუმცა მათთან დასახმარებლად ამ დრომდე არავინ მისულა. მოსახლეობას დღეს ხაშურის გამგებელი შეხვდა და დახმარებას დაპირდა
გომელების თქმით, მდინარე სურამულას თავის დროზე გაწმენდა პრობელმას მოხსნიდა. მათივე თქმით, მდინარის გაწმენდითი სამუშაოები ახლა მაინც უნდა ჩატარდეს.
ცენტრალური მაგისტრალი გომთან, ამ დროისათვის გახსნილია.