საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომეტრზე (თერჯოლასთან ახლოს) და ამავე გზის 293-ე კილომეტრზე (ქ. სენაკში შესასვლელთან) ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე აღდგენილია და მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზე გადაერთო.
რამდენიმე დღის წინ განვითარებული სტქიური მოვლენების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი - სენაკი - ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე და 293-ე კილომეტრებზე ადიდებულმა მდინარეებმა საავტომობილო გზა დააზიანა. აღნიშნულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე შემოვლითი გზით ხორციელდებოდა.