ძირულა -ხარაგაული-მოლით-ფონა-ჩუმათელეთის გზის 24 -ე კილომეტრზე, სოფელ მარელისთან გზის ქვედა საყრდენი რკინაბეტონის კედელი მდინარე ძირულამ გამორეცხა, რასაც კედლის დეფორმაცია, გზის ნაწილის ჩაწყვეტა და შევიწროვება მოყვა. ადგილზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები მუშაობენ. მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით შემოიფარგლა გზის დაზიანებული მონაკვეთი. ამ დრომდე შენარჩუნებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის ერთ ზოლზე. დილიდან რკინა-ბეტონის ფილებით ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყება.