11 მაისს ოპოზიციის წარმომადგენლებმა უამღლესი რადის შენობასთან პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკისა და მისი გარემოცვის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მოანწილეებმა გამოიტანეს ტრანსპარანტები, წარწერებით: "იანუკოვიჩო, მშობლებითა და სამშობლოთი არ ვაჭრობენ!" და "იანუკოვიჩო, შეჩერდი! არ გაყიდო უკრაინა!"
საპროტესტო აქცაიში მონაწილეობდნენ იულია ტიმოშენკოს მხარდამჭერები, მოძრაობა "თავისუფლებისა" და სხვა მოძრაობებისა და პარტიების წარმომადგენლები. ამავე დროს პარლამენტის მისადგომებთან შეიკრიბნენ იანუკოვიჩის მხარადმჭერები, რომლებმაც გამოფინეს პლაკატები წარწერით "პერზიდენტ იანუკოვიჩის მოქმედებას მხარს ვუჭერთ".
აქციზე ოპოზიციამ 2500 ადამიანი გამოიყვანა. ხელისუფლებამ კი 2 ათასამდე მხარდამჭერის მობილიზება შეძლო.
10 მაისს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უკრაინის დაცვის კომიტეტი შექმნეს. ალიანსი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად იბრძოლებს. ოპოზიციონერთა განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება უკრაინის ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს. კომიტეტს ოპოზიციის სხვადასხვა პარტიები და ორგანიზაციები შეუერთდნენ.