საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელთან - ჯიჰან სულთანოღლუსთან ერთად დუშეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მინისტრის მოადგილემ და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა დუშეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივით მიმდინარე პროგრამის შედეგებს გაეცნენ.
თენგიზ შერგელაშვილი და ჯიჰან სულთანოღლუ დუშეთის გამგებელს ვაჟა ჩოხელს შეხვდნენ, რომელიც სტუმარს დეცენტრალიზაციის პროცესის შედეგების შესახებ ესაუბრა. გააცნო. მინისტრის მოადგილემ და გაეროს განვითარების პროგრამის ევროპისა და დსთ-ს რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ანანური, ახატანი და ა.შ) რეგიონული პროექტების ფონდის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ.