ენერგომომარაგება სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში დღეიდან აღდგება. ამ დროისათვის ელექტროენერგიის გარეშე 40 ათასამდე აბონენტია დარჩენილი. “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარება იყო შექმნილი შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის სამაშველო ბრიგადები აქტიურად მუშაობენ და პირობას დებენ, რომ აღდგენითი სამუშაოები უმოკლეს დროში დასრულდება.