საქარათველოს რეგიონებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დრომდე აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვედრა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზით არის შესაძლებელი. რაც შეეხება თერჯოლის მონაკვეთზე დაზიანებულ გზას, სპეცილისტები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. სავტომობილო მიმოსვლა აღნიშნულ მონაკვეთზე სავარაუდოდ დღეს საღამოს აღდგება. თერჯოლის რაიონში დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი ორი დღის წინ ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ჩხარამ წაიღო.