ბერლინში ტირგართენის რაიონში საბჭოთა ჯარისკაცების მონუმენტი შეურაცხყვეს. ბრინჯაოს ქანდაკებაზე უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.
ტირგართენში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 65 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორებმა წარწერა პლაკატით დაფარეს, რომელზეც "ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ" ეწერა.
საზეიმო დღესასწაულებში გერმანიაში მცხოვრები ომის ვეტერანები, ასევე რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან მიწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.
ტირგართენში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი 1945 წელს დაიდგა.