ბერლინში ტიერგარდენის რაიონში საბჭოთა ჯარისკაცების მონუმენტი შეურაცხყვეს. ბრინჯაოს ქანდაკებაზე უცნობმა პირებმა შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.
ტიერგარდენში მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 65 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორებმა წარწერა პლაკატით დაფარეს, რომელზეც "ჩვენ ერთად გავიმარჯვეთ" ეწერა.
საზეიმო ღონისძიებებში გერმანიაში მცხოვრები ომის ვეტერანები, ასევე რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან მიწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ.
ტიერგარდენში მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი 1945 წელს დაიდგა.