სტიქია იმერეთში. რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარა ადიდდა, რომელმაც დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისიფლების წარმომადგენლები. ამ დროისთვის აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვედრა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზით არის შესაძლებელი. აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.