ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქობულეთში საცხოვრებელი კორპუსების სახურავები დააზიანა. აღმაშენებლის ქუჩაზე ხეებია მოგლეჯილი, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მიმოსვლა დროებით შეფერხდა როგორც ქობულეთში, ისე ცალკეულ სოფლებში. მოსახლეობის დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ჩაქვის დასახლებასა და სოფელ ჯიხანჯურში საცხოვრებელი სახლების დაზიანების გამო მსუბუქად დაშავდა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები. ერთი საათით პარალიზებული იყო საავტომობილო მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზეც. მიზეზი ხის წაქცევა გახდა. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები.