სოფელ განმუხურში ჩახაიების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევის მიზეზი, სავარაუდოდ, სახლის სიძველე გახდა. ოჯახის წევრების თქმით, ჩამონგრევას ხელი შეუწყო უამინდობამაც.
ჩახაიების ოჯახი 11-სულიანია, მათ შორის 5 მცირეწლოვანია. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშობს და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი მძიმედ დაავადებულია. ჩახაიები ადგილობრივ მთავრობას მიმართავენ და გარდა ერთჯერადი დახმარებისა, სამშენებლო მასალებითაც ითხოვენ დახმარებას.
გამგეობის წარმომადგენლების თქმით, ოჯახს ერთჯერადად 1000 ლარს გადასცემენ, სამშენებლო მასალებით დახმარებას კი ვერ შეძლებენ, რადგან წლევანდელ ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. გამგეობა ეზოში დროებით კოტეჯის ჩადგმის შესაძლებლობასაც განიხილავს.