დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი მზადაა, ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერ ნიკ კლეგთან კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი "სკაი ნიუსი" ავრცელებს.
"ამ თანამდებობაზე დარჩენის სურვილი აღარ მაქვს", _ აცხადებს ბრაუნი.
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტები და ლიბერალ-დემოკრატები კოალიციის შესაძლო ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების გამართვას გეგმავენ.