რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყოველკვირეული ფოტორეპორტაჟის რუბრიკაში გთავაზობთ რიკოთის უღელტეხილზე რეაბილიტირებული საგზაო მონაკვეთების ამსახველ ფოტომასალას.
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის (სოფელ შროშისა და შორაპნის ტერიტორიაზე) პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში განახლდა გზის საფარი, შეკეთდა არსებული წყალგამტარი მილები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, გაბიონები, გზის გვერდულები, მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები; დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.
აღნიშნული გზის გამართულ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობისათვის.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 785 000 ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე 250 ადამიანი იყო დასაქმებული.