დღეს, 11 მაისს, "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა", საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, გორში ახალგაზრდების ინფორმირებისა და არჩევნებისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით ჩაატარებს საინფორმაციო კამპანიას "ჩემი პირველი არჩევნები".
პროექტში მონაწილეობას მიიღებს შიდა ქართლის რეგიონის 500-ზე მეტი ახალგაზრდა. პროექტის მონაწილეთათვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხმის მიცემის პროცედურის იმიტაცია მოეწყობა.
ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელი ანდრეა ქერბსი, ცესკოს წარმომადგენელი და სხვა სტუმრები.