11-12 მაისს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. რუსული მედიის ინფორმაციით, მედვედევის თურქეთში ვიზიტისას განხილული იქნება სავაჭრო ეკონომიკური კავშირების პრობლემები.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, სერგეი პრიხოდკოს ინფორმაციით, მედვედევი თურქეთის პრეზიდენტს, აბდულა გიულს შეხვდება. რუსეთის პრეზიდენტი ასევე გამართავს შეხვედრას თურქეთის პრემიერ რეჯებ ტაიიპ ერდოღანთან.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ მედვედევის თურქეთში ვიზიტის შედეგად მოსალოდნელია დაახლოებით 25 დოკუმენტის ხელმოწერა.
"მათ შორის იქნება შეთანხმებები ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლების, ტურიზმისა და სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის სფეროებში", _ აცხადებს პრიხოდკო.