დღეს, „ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის,“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა, პროექტის საკონსულტაციო კომპანიის -PEM-ის წარომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით, ქუთაისში ახალი, საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას გეგმავს, რომელიც იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება. პროექტი მოიცავს როგორც ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას, ასევე, ძველი ნაგავსაყრელის დახურვას, ნარჩენების მოგროვების და ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებასა და გაუმჯობესებას; ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას.
შეხვედრაზე, განხილული იყო სამომავლო გეგმები და პროექტთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები.