E-60 ჩქაროსნული გზატკეცილის ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის 23:00 საათიდან, 14 ნოემბრის 08:00 საათამდე, ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა დროებით დაიკეტება, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნული უკავშირდება ბოლო ეტაპის გეგმური სამუშაოების შესრულებას.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მოძრაობის რეგულირება განხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი მოძრაობის სქემის შესაბამისად.
"გუნდის შემადგენლობას დიდი ხანია მეურვეობს უნივერსიტეტის რექტორი, სპორტის თავდაუზოგავი ქომაგი, ნიკოლოზ ცხადაია. ამ გუნდს შუა სეზონში შეუერთდნენ მოთამაშეები ბალკანური ფესვებით, რომლებსაც გამოვლილი აქვთ კალათბურთის ცნობილი იუგოსლავიური სკოლა. ამგვარად, უხტის მოწინააღმდეგეებს ადვილი თამაში ნამდვილად არ ელოდებათ", - ნათქვამია განცხადებაში.