ქართული მხარე მამისონის უღელტეხილზე რუსული საგუშაგოს გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" სასაზღვრო დეპარტამენტის # 8 სამმართველოს უფროსმა პაატა მაისურაძემ განუცხადა.
"ამ დროისთვის მამისონის უღელტეხილზე თოვლია, რის გამოც ტექნიკით გადაადგილება შეუძლებელია, თუმცა ქართველი მესაზღვრეები საზღვრის კონტროლს ქვეითად ყოველდღიურად ახორციელებენ. რაც შეეხება მამისონზე რუსული საგუშაგოს გახსნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას, სიმართლეს არ შეესაბამება. რომ ამ დროისთვის ის არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ იმყოფება", - განაცხადა მაისურაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილზე რუსული სასაზღვრო პოსტის გაიხსნა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა "კავკაზსკი უზელი იუწყება".
მათი ინფორმაციით, მამისონის უღელტეხილზე რუსული სასაზღვრო პოსტი საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ მოსკოვისა და ცხინვალის რეჟიმის შეთანხმების ფარგლებში გაიხსნა, რომელიც რუსეთმა და ე. წ. სამხრეთ ოსეთმა შეთანხმება 5-წლიანი ვადით გასული წლის 30 აპრილს გააფორმეს.
მათი მტკიცებით, რუსმა მესაზღვრეებმა მამისონის უღელტეხილზე, ყოფილ მეტეოსადგურზე საგუშაგოს გახსნამდე, 30 აპრილს, ტერიტორია დაათვალიერეს და პოსტი 6 მაისს გახსნეს. პოსტზე სასაზღვრო სამმართველოს სპეცდანაყოფის ჯარისკაცები განთავსდნენ, რომლებსაც ყველა პირობა შეუქმნეს ფუნქციების შესასრულებლად.