საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახალქალაქი-ნოსტე-მთიულთუბნის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ვადაზე ადრე დაასრულებს.
აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე დაგებულია და ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ამ ეტაპზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, საგზაო ნიშნებისა და რკინა–ბეტონის ღარების გადახურვა მიმდინარეობს.
საავტომობილო გზის მოცემულ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა, ამ გზის საშუალებით 4 სოფელი (ახალქალაქი, ახალციხე, ნოსტე და მთიულთუბანი) ერთმანეთს და ცენტრალურ მაგისტრალს უკავშირდება.
საგზაო სამუშაოები მსოფლიო ბანკის „შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის მესამე პროექტის (SLRP-III)” ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 46 ათასი ლარია. სამუშაოებზე 60 ადამიანი დასაქმდა.